გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი

2-03-2024

ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიოთ, - ასე ეხმიანება ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც ოპონენტები საუბრობენ ემიგრანტებისთვის ონლაინ არჩევნებზე, შეუძლებელია ჩვენ ვენდოთ რომელიღაც ქვეყანას, რომ იქიდან ობიექტურად წამოვა ხმები“.


მეგრელიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი.


„ოპოზიციის ერთი, შედარებით "მაღალტექნოლოგიური" ნაწილი დროდადრო ამბობს მოდით ინტერნეტით ჩავატაროთ არჩევნებიო (თან მათი ბოსი ამბობს ელექტრონული არჩევნები გაყალბებას აადვილებსო, მაგრამ ეს აბსურდული წინააღმდეგობრიობა მათ პოზიციებში კიდევ სხვა ანალიზის თემაა) და მიანიშნებს, რომ ასეთი სისტემა (რომელზეც ჯერ ჯერობით ყველამ უარი თქვა მსოფლიოში ესტონეთის გარდა)გარედან უნდა გაკონტროლდეს.


ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიეთ.


ფულიც დაიზოგება და დროც და აყვავებაც გარანტირებული იქნება, მინიმუმ სააკაშვილ-კეზერების :))


მინაწერი: ქართულ სახელმწიფოში არ ჩატარდება ონლაინ არჩევნები.


მრავალი განვითარებული ქვეყანა ერიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ერიდებიან ონლაინ არჩევნებს, რადგან ის არ ამართლებს და რისკის შემცველია.


ასე რომ ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.