გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სვანეთში ფესტივალი „გიზ-გიზი" მიმდინარეობს

3-03-2024

სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს" მასპინძლობს.  გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტარიის ინფორმაციით „გიზ-გიზის"  ფარგლებში გაიმართა კონცერტები,  ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები,  პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.


მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.