გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

4-03-2024

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.


დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.


აღსანიშნავია, რომ ლობისტების მოთხოვნა შეხვედრებზე ძირითად შემთხვევებში უპასუხოდ დარჩა. მცდელობების მიუხედავად, ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა. ანგარიშით ირკვევა, რომ 2023 წლის ოქტომბერში სენატის საგარეო კომიტეტის რამდენიმე თანამშრომელთან შეხვედრების თარიღი ვაშინგტონში ტელეკომპანია ფორმულას წარმომადგენლების ვიზიტს ემთხვევა. სავარაუდოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლებმა მიკერძოებული გზავნილები გააჟღერეს სენატის და კონგრესის თანამშრომლებთან.


აღსანიშნავია, რომ კორნერსტოუნის ლობისტებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ანალიტიკურ ცენტრებთან. „ფორმულას“ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯეიმსთაუნის ფონდის, ბრუკინგსის, ჰადსონის ინსტიტუტის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. აღიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც 2024 წელს საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობის დაგეგმვას უკავშირდება.


ანგარიშში ნახსენებია, რომ ქორნერსტოუნის შეხვედრების მიზანი ამერიკული მხარისთვის კლიენტისა და მისი ინტერესების გაცნობაა. თუმცა, არაა დაკონკრეტებული ესწრებოდა თუ არა ამ შეხვედრებს თავად კლიენტი, ტელევიზიიის მფლობელი ან წარმომადგენელი. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს ($420,000).


კორნერსტოუნის ლობისტები, რომლებიც საქართველოს თემატიკაზე მუშაობენ:


Geoff J. Gonella - CEO of Cornerstone
Lauren Paige Hunter - Vice President
Steven Marchese - Government Relations
Thomas Joseph Tatum - Public Relations
John Crumbliss - Principal
Benjamin Neil Sheidler - Principal
Mark Edward Calvin Jr. - Associate
Courtney Marie Cano - Senior Associate

შეხვედრების ჩამონათვალი


კონგრესი


Tyler Kendall - სენატორ პიტ რიკეტსის ოფისი
Wyndee Parker, Policy Advisor. - კონგრესის უმცირესობის ლიდერის ჰაკიმ ჯეფრისის ოფისი
Chris Socha - სენატის საგარეო კომიტეტი
Katherine Earle, Lance Kokonos, & Michael Callesen - კონგრესის საგარეო კომიტეტი
Rachel Citron and Bart Sullivan - კონგრესმენი სტივ კოენის ოფისი
Sarah Arkin, Policy Director, Democratic/Deputy Staff Director - სენატის საგარეო კომიტეტი


ანალიტიკური ცენტრები


Peter Rough and Luke Coffey -Hudson Institute & Heritage Foundation
Eileen O'Reilly - National Press Club President
Michael O'Hanlon - Brookings
Paul Fagan - McCain Institute