გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

4-03-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რონალდ პრაისს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დაერთობლივი პროექტებით უკვე მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. 


„საქართველოს ირიგაციის სექტორის რეფორმირების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, მაქსიმალური თანამშრომლობით და  კოორდინაციით, საერთო მიზნების ეფექტიანად განხორციელებას, გამოწვევების დაძლევას  და უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც რონალდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს, წლების განმავლობაში, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალში, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.