გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ჩემს ოჯახს თავი ჰქონდა გადადებული „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში

3-10-2018

„ჩემს ოჯახს თავი ჰქონდა გადადებული იმ ბრძოლაში, რასაც ერქვა ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლის მონაწილე ვიყავი იმ სტატუსიდან და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მქონდა”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო და აქტიურობა შედარებით შეზღუდული ჰქონდა.


“მე აქციებშიც ვიღებდი მონაწილეობას და მამაჩემი კიდევ უფრო რადიკალური. მე ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი. შესაბამისად, შეზღუდული მქონდა შედარებით აქტიურობა, მაგრამ ამ პირობებშიც, მე ოპოზიციურ აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც ერთი მონაწილე. ამაზე პასუხს ვაგებ. ამის ბევრი მოწმე მყავს და რაც შეეხება ჩემს ოჯახს, თავი ჰქონდა გადადებული იმ ბრძოლაში, რასაც ერქვა ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლის მონაწილე ვიყავი იმ სტატუსიდან და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მქონდა. ამაზე ნათელი პასუხი მაქვს ძალიან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.