გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

4-03-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესში მიიღო მონაწილეობა. სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ერთ-ერთ უდიდეს კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

 

Meetings Arabia & Luxury Travel-ის მე-12 შეხვედრას 250-ზე მეტი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

 

კონგრესის ფარგლებში საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან და გააცნეს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობები.