გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა ბესელია: „ომეგა ჯგუფს“ მას დავალიანების გადახდის შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცა

3-10-2018

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სახელმწიფოს კომპანია „ომეგას“ მიმართ ჯანსაღი მიდგომები ჰქონდა და რამდენჯერმე მისცა მას დავალიანების გადახდის შესაძლებლობა.


„ისე არა, როგორც მოექცა „ომეგა ჯგუფს“ 2004 წელს ნაციონალური მოძრაობა. ზაალ უდუმაშვილი რომ ვერ იხსენებს ეხლა, თუ რა დაემართა ამ კომპანიას და საერთოდ არც სმენია თურმე ამ ქვეყანაში ბიზნესების გადაფორმება ღამით რომ ხდებოდა. ნახევარი საქართველო რომ ფორმდებოდა ნოტარიუსებთან და წილებში ჩაჯდომა ნაციონალური მოძრაობის. ეს კომპანია მოიკითხოს, შორს რომ არ წავიდეს, მე მაშინ არცერთ პარტიაში არ ვიყავი, კარგად გახსოვთ, მაშინ იმ აქციებზე ვიდექი, „ომეგა ჯგუფის“ და იბერიას დასაცავად, როდესაც ფეხქვეშ გათელეს ეს კომპანიები. ესე კი არ მოქცევია ჩვენი სახელმწიფო, ამ ჯგუფს“ - განაცხადა ბესელიამ.


მისი თქმით, ერთის მხრივ, ისმის ბრალდებები, ნახეთ რა დღეში აგდებს ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები ამ კომპანიას, სადამდე მიიყვანა, რომ ასეთი დავალიანება დაუგროვდა, არ აძლევენ გრაფიკს, არ აძლევენ აქციზური მარკების გამოყენების საშუალებას და მეორეს მხრივ ისმის განცხადება, - რატომ გადაუვადეს ეს დავალიანება.


„მთელი ამ წლების განმავლობაში , ვიდრე ომეგას ამდენი დავალიანება დაუგროვდებოდა, პერიოდულად ხდებოდა კომპანიის წარმომადგენლების კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფინანსთა სამინსიტროსთან. პრემიერმაც ისაუბრა ამის თაობაზე, სწორედ იმიტომ, რომ ბიზნესი არ უნდა დაახრჩო და მისცე შესაძლებლობა, შეუქმნა გადახდის წინაპირობები. გაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრემიერმა გამოაცხადა ფინანსური ამინისტია და რამდენიმე მილიონი დავალიანება ჩამოეწერა იმ კომპანიებს, რომლებიც ვერ იხდიდნენ ამას წლების განმავლობაში. ეს არიოს სწორედ ნორმალური და ჯანსაღი პროცესი. და ამიტომ დასკვნებს არ გავაკეთებდი, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე განაჩენები გამოაქვს“ - განაცხადა ბესელიამ.