გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის მოთხოვნა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, მივიღეთ და წარმატებით ვასრულებთ; ახლა კი ვაპირებთ ადამიანის უფლებებისა და პროპაგანდის გამიჯვნას

4-03-2024

„არ ვიფიქროთ, რომ ევროპაში ლგბტ პროპაგანდას ყველა მიესალმება - ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამ საკითხის მიმართ წინააღმდეგობა არსებობს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


ეკა სეფაშვილმა ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის მიმართ არსებულ უარყოფით დამოკიდებულებაზე თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ეროვნული ღირებულებების მტკიცედ დაცვა ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.


„როდესაც საფრანგეთმა 2013 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვებად ცნო, ამას პარიზის ქუჩებში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. თუმცა, საფრანგეთმა ეს კანონი მაინც მიიღო. იგივე ვიხილეთ ახლა ჩეხეთში - საპროტესტო დემონსტრაციები ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ჩეხეთმა ეს კანონი აღარ მიიღო.


როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზეა საუბარი, საკითხი ასე არ დგას, რომ ან ლგბტ პროპაგანდას ვავრცელებთ და ისე ვხდებით ევროკავშირის წევრი, ან უარს ვამბობთ პროპაგანდაზე და არ ვხდებით. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ მტკიცედ ვიდგეთ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე და ეს იყოს ჩვენთვის წითელი ხაზი; ამ წითელი ხაზის გადალახვის გარეშე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ნურავინ შეეცდება საკითხის ისე წარმოჩენას, რომ - ან ევროინტეგრაციაზე უარი და ან ლგბტ პროპაგანდა. ევროკავშირშიც კი არ არის ერთიანი პოზიცია ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.


ევროკავშირისგან მოთხოვნა იყო უფლებების დაცვის მხრივ და ეს კანონი ჩვენ მიღებული გვაქვს, რასაც საქართველო წარმატებით ასრულებს. ახლა რასაც ვაპირებთ, არის ადამიანის უფლებებისა და პროპაგანდის გამიჯვნა. მისასალმებელია, რომ ამ პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაერევა. როგორც ჩვენმა პრემიერმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იგი მზად არის, რომ ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, იმ პირობის დაცვით, რომ ამ კანონში კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთება შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.