გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისას ოპოზიციამ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს - გამოდის, რომ ერთი უკვე ჰყავთ

5-03-2024

ოპოზიციას აზროვნებას უწუნებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის აზროვნება ვერ ცდება ბატონისა და ქვეშევრდომის აზროვნებას. თუმცა, აქვე ის აცხადებს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მათსავე ამომრჩევლის უმრავლესობას რეალობის აღქმის უნარი არ დაუკარგავს.


„ოპოზიციის აზროვნება ვერ მიდის იმის იქით, თუ რას იტყვის ბატონი, მათი ბატონი, უცხოური ძალა. ხომ გახსოვთ, რა თქვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს როგორ ვემსახუროთ - ერთი ბატონი ჰყავთ უკვე?

ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას, სხვათა შორის, რეალობის აღქმის უნარი გააჩნია. იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ ვერაფერს და მხოლოდ იმას იძახიან, რა დროს ლგბტ პროპაგანდააო, აგერ პედოფილია გახშირდაო. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ. გამოვიდნენ და თქვან, თუ ამის რესურსი აქვთ, რომ ემხრობიან ამ ინიციატივას, თუ არა, ჩვენ ვიტყვით პირდაპირ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის გავრცელების მხარდამჭერები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.