გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

5-03-2024

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა.


ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთერთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს 2012 წლიდან მოყოლებული ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ შეჯამებას.


გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსით საუკეთესო, ანუ ბოლო 89-ე ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტერორიზმის ნულოვანი დონით. ამასთან ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის საქართველო ტერორიზმისაგან თავისუფლებით საუკეთესო ოცეულშია.


ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა ყურადღება გრძელვადიან ცვლილებებზეც გაამახვილა. ორგანიზაციის შეფასებით საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპის და ასევე შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი 7-ე ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 48 ადგილით აქვს გაუმჯობესებული მსოფლიოში.