გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაცმოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად ორი უთავრესი პრინციპი-სიცრუე და ძალადობა რჩება

3-10-2018

„მოვლენები კომპლექსურად უნდა შევაფასოთ რომ დეტალებში არ ჩავიკარგოთ, რისი სურვილიც იმ უბინძურეს კამპანიას აქვს, რომელიც დაგეგმილი, დაფინანსებული და ორგანიზებულია ერთ დროს ერთიანი და ახლა მრავალ ნამდვილ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი უმთავრესი პროპაგანდისტული მანქანიდან. ორი უთავრესი პრინციპი - სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება მათ მთავარ საფირმო ნიშნად და ხელწერად“-ეს განცხადება ლაშა ნაცვლიშვილმა დღეს „ნაცმოძრაობის“ განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.


„ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ პროცესს, როგორც ასეთს, ჩვენ ვუყურებთ ერთ დიდ და დაუსრულებელ მოდელირებულ ქრონიკას, რომელშიც ფაქტების უხეში ფალსიფიკაციით, გაყალბებით, ურცხვი და არაადამიანური ცილისწამებით იბომბება ადამიანების ცნობიერება, ჩნდება ალტერნატიული, რეალურ კონტექსტს მოშორებული რეალობა და ამ რეალობასთან ადამიანების შეჩვევით ხდება რაღაც ტიპის რევოლუციური სიტუაციის იმიტირება - რათა განხორციელდეს პოლიტიკური რევანში. დიახ, ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური რევანში დამნაშავე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც დაიგეგმა, დაფინანსდა და ახლა მიზანმიმართულად ხორციელდება და რომელსაც ახდენა არ უწერია.


მთავარი რაც ვერ გაიგო ამ ხალხმა - „ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა“ - რაც ვერც ისწავლეს და ვერც დაივიწყეს - მათ ვერ ისწავლეს ქართველი ხალხის პატივისცემა. მათ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა ჰგონიათ. მათ ისე სძულთ ისინი, ისეთი დაბალი წარმოდგენის არიან რომ ფიქრობენ, ამ ხალხს შავის და თეთრის გარჩევა არ შეუძლიათ“-აცხადებს ნაცვლიშვილი.