გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მოცულობამ 38%-ით იმატა

5-03-2024

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია  გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.


ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე - 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზის გამო, ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.


ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც - 4% (153,3 ათასი ლიტრი);

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: ესტონეთი - 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია - 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა - 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა - 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი - 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა.


2024 წლის იანვარ-თებერვალში, მსოფლიოს 31ქვეყანაში,  ექსპორტირებულია 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები ღირებულებით 35,2 მლნ აშშ დოლარი.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,რაოდენობრივი ზრდა 48%-ს, ხოლო შემოსავლების  46%-ს შეადგენს.