გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში

5-03-2024

„პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს ... ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას.


მეგრელიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში.

„გრძელდება თამაში ვეტოობანა. სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო.


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი პირნათლად ასრულებს მიღებულ დავალებას, ის ღიადაა ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში.


ეს ვეტო დაძლეული იქნება, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს...


ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.