გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, დამანგრეველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის

5-03-2024

LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას უნდა თქვას, რომ „ქართული ოცნება“ აიძულებს სხვადასხვა მის მეგობარ ქვეყნებში, რომ LGBT პროპაგანდისტული გამონათქვამები, აკრძალვები, ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონონ იმიტომ, რომ მერე ჩვენ აქ კანონი მივიღოთ?

„ჩვენ გამოვიგონეთ მაგალითად რომის პაპის ძალიან ხისტი, მკაფიო განცხადება, რომელიც წინა დღეებში გავრცელდა? ჩვენ გამოვიგონეთ ის, რომ [აშშ-ის] ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია მოთხოვნამ, რომ დედა და მამა აღარ იყოს მისაღები და გამოსაყენებელი ტერმინები? ინტერნეტში რომ შებრძანდებით და გავსებულია სააგიტაციო მასალებით, ამას ჩვენ ვიგონებთ? მათ უნდათ თქვან, რომ „ქართული ოცნება“ აიძულებს სხვადასხვა მის მეგობარ ქვეყნებში, რომ LGBT პროპაგანდისტული გამონათქვამები, აკრძალვები, ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონონ იმიტომ, რომ მერე ჩვენ აქ კანონი მივიღოთ? ამ სიგიჟეს ამბობენ, არადა, თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა ეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, LGBT პროპაგანდის მასშტაბი ბოლო პერიოდში ძალიან დიდია.


„ანიმაციურ ფილმებში ჩავიდა ეს ყველაფერი, მართლა სამწუხარო რეალობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გამოვნახოთ ძალა ერთი მხრივ, უფლებების დაცვის კონტექსტში არათუ რაიმე რისკი გავაჩინოთ, რისი რისკებიც არსებობს - რისკია, რომ რადიკალურმა ძალებმა ეს სწორი მესიჯი ცუდად გამოიყენონ, არავითარ შემთხვევაში, უფლებების დაცვის ხარისხი უნდა გავზარდოთ, არც ერთ ადამიანს, ნებისმიერი არატრადიციული და განსხვავებული წარმოდგენების თუ ცხოვრების წესის მიუხედავად, არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს, აქ უნდა ვიყოთ ძალიან მყარად და მეორე - LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში ჩვენ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით. ამას თუ ვიღაცა შეეწინააღმდეგება, ეს მისი საქმეა და არა მხოლოდ იმ კონტექტსში, რომ ეს მომავლისთვის ცუდია, არამედ ჩვენ უნდა შევძლოთ დავუპირისპირდეთ ცუდს და კარგზე ვთქვათ კარგი, განვასხვავოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.