გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა

5-03-2024

სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? აბსოლუტურად სხვა თემაა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ უბედურებას ეხება, რაც თანამედროვე ძალიან ცუდი და საშიში და ტრენდია, პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა ამაში, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შიდა მესიჯია ფასების თემით, ამაზე სპეკულირებით და მანიპულირებით გადაფარონ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საპასუხო რეაქციები.


„საოცარი ამბის მომსწრეები გავხდით დღეს - ერთი კვირაა ველოდებით პასუხს, მოგვაწოდეთ თქვენი ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ადამიანის უფლებები, მათ შორის განსხვავებული ადამიანების, რომლებსაც აქვთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, ამათი უფლებების დაცვის და მეორე - ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგები - ეს ორი რაღაც მკაფიოდ როგორ გავმიჯნოთ და როგორ ვებრძოლოთ ფსევდო ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პატივცემული ოპონენტების დიდი ნაწილი უწყობს ხელს, ამის პასუხი არ მიგვიღია და ჰოი საოცრებავ, თურმე რა ხდება ამ დროს - დასხდნენ პატივცემული როზნერი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. „ნაცკლასტერში“ იძლევა დავალებებს.


ფოკუს ჯგუფები გააკეთეს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია და იცით, რომ თქვენგან ინფორმაციების გამოსვლა არ არის რთული ამბავი, ოღონდ სუს-ს დაანებეთ თავი, ნუ გელანდებათ ხოლმე სუს-ი, ისედაც ჟონავს თქვენგან ინფორმაციები, სულ არ გვჭირდება ამაში სუსი და აბა, რა არის აქტუალური საკითხი? - მოდი ვილაპარაკოთ ყველამ ფასებზე, რომ გადავფაროთ ეს ამბავი, რომ პასუხი არ გვქონდეს გასაცემი.


რა შუაშია, სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? ფასები ცალკე სალაპარაკო თემა და ცალკე პრობლემაა. ამავდროულად, როგორც ჩანს, იმდენ ადამიანს ველაპარაკეთ და იმდენ ადამიანს ელაპარაკა პრემიერი ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით, რომ ამ დღეების ერთერთი მთავარი თემაა 5-6 მთავარ თემას შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებთან დაკავშირებით როგორ მკაფიოდ დავარეგულიროთ ისე, რომ ამასთან მიმართებაში არ იყოს პრობლემები, ინფლაციური თემები ამას შედარებით ნაკლებად შეეხოს და ეს რა თქმა უნდა გავრცელდება, იმიტომ, რომ 100 ადამიანთან რომ გაქვს შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და პრიორიტეტულ თემად ამას ასახელებ, ვაიმე, ირაკლი კობახიძემ რომელიღაც მთავრობის სხდომაზე არ დაგვასწროს ამაზე ლაპარაკი და ახლა დავცხოთ ყველამ ფასებზე და თან ამ პიარკამპანიით იქნებ გადავფაროთ, რომ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე არ გვქონდეს პასუხი გასაცემი და საერთოდ გვერდი ავუაროთ მაგ თემას. ვერ აუვლით გვერდს, ფასებით როგორ გადაფარავთ? პირდაპირ გეუბნებით, თქვენი შიდა მესიჯია, რომ ფასების თემით, ამაზე სპეკულირებით და მანიპულირებით გადავფაროთ საპასუხო რეაქციები.


აბსოლუტურად სხვა თემაა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ უბედურებას ეხება, რაც თანამედროვე ძალიან ცუდი და საშიში და ტრენდია. თურმე ჩვენ ავალაპარაკეთ რომის პაპი და ოფიციალურ სტრუქტურებში რომ შეაღწია იმ დათქმებმა, რომ დედა და მამა არ ახსენონ ადამიანებმა და ვაჟიშვილი, ქალიშვილი, და და ძმა, თურმე ჩვენ დაგვილაგებია ეს ამბები.


ეს არის თქვენი ნარატივი, ამიტომ კეთილი ინებეთ, ამაზე პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა ამაში, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ ეს მავნე შედეგები და ფასებზეც ვილაპარაკოთ, არ გინდათ აქ დასწრებები და რაღაცეები, ვაიმე არ დაგვასწროს კობახიძემ, რამე არ თქვას ამაზე და ფასებზე, აბა, როზნერმა დაგვავალა და შევუტიოთ. არ გამოგივათ როზნერის დავალებებით მუშაობა, ეს მარტო პიარული, მდაბიო პოპულისტური თემებია. რომ წამოიყვირა თურმე სამჯერ თუ ორჯერ ჩემი სახელი და გვარი ვაშაძემ, რომ ვერ მხედავს გიჟდება, ჩემ სახელს და გვარს იხსენიებს დღენიადაგ. რომ მიყურებს მერე ცოტა ერიდება. ახლა რომ მოვა, აღარ მოერიდება ამ ნათქვამის გამო. ამიტომ, მოდით ცოტა რეალობასთან ახლოს მივიდეთ, ეს „ნაცური“ ნარატივები აღარ გაჭრის ამ ქვეყანაში, ეს დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.