გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდს საახალწოლო სანათები თბილისის მერიამ ათხოვა

5-12-2017

საახალწლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მორთვა უკვე დაიწყეს. მერიაში აცხადებენ, სადღესასწაულო სანათები და სხვადასხვა სახის კონსტრუქციები თბილისის მერიამ გადასცა. 

„ამ ეტაპზე ქალაქის მორთვა იმ სანათებით დავიწყეთ, რაც გაგვაჩნია. თბილისის მერიას შესაბამისი წერილით მივმართეთ და სანათები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თხოვების ფორმით გადმოგვცა", - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო სანათების შესაძენად 53 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

2015 წელს კი ნათურებისთვის 15 ათასი ლარი დაიხარჯა.

წყარო: რადიო "ათინათი"