6-03-2024
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან და გამყოფი ხაზის პირა სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 795 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრეები, გზის გადამკვეთები და ეზოში შესასვლელები.
გზის რეაბილიტაციას, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა შპს „იბოლია“ ახორციელებს.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.