გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა უმრავლესობა დატოვა

3-10-2018

"ქართული ოცნება" დაშორდა ხალხს-ეს სიტყვები ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატს ეკუთვნის, რომელმაც დღეს უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ინფორმაცია ჩოხატაურიდან მოაწოდეს. 


"ძალა ერთობაშია" გურიის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ჩოხატაურის საკრებულოს ქართული ოცნების წევრები ტოვებენ. მისი განცხადებით დღეს, "ქართული ოცნება" კიდევ ერათმა საკრებულოს წევრმა, ზემოხეთის  მაჟორიტარმა  _ ერეკლე უღრელიძემ დატოვა.


"დაწყებულია ხელისუფლების  რღვევა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ახლა "ოცნება" სამშობლოს ღალატია. ამიტომ ყველა ჩვენი მოქალაქის ვალია ერთად ვიფიქროთ უკეთეს საქართველოზე" -  აცხადებს ხაბეიშვილი.



guriismoambe.com