გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოსა და ევროპოლს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

6-03-2024

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა კატრინ დე ბოლმა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერეს.


ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება 2017 წელს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას და მიზნად ისახავს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.


შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშნელოვანი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, სამსახურის ინიციატივით, საქართველო გახდა ევროპოლის კონტრტერორისტული ანალიზის ოთხი პროექტისა და კონტრტერორისტული მეკავშირე ჯგუფის წევრი. ხელმოწერილი შეთანხმებით, ასევე, მნიშვნელოვნად გაფართოვდება კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ევროპოლს შორის არსებული თანამშრომლობა.


საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ.