გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: როდესაც ადამიანი პოლიტიკაშია, თან ენჯეო აქვს, დაფინანსებას იღებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მარტივი ამბავია - ენჯეოდან იღებს ფულს და ამ ფულით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას

6-03-2024

როდესაც ადამიანი პოლიტიკაშია, თან ენჯეო აქვს, იქიდან დაფინანსებას იღებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მარტივი ამბავია - ენჯეოდან იღებს ფულს და ამ ფულით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს კანონმდებლობით დაუშვებელი და აკრძალულია.

 

„ეს პრობლემა კი არ არის, ეს არის მათი ენით, ჟარგონულად რომ ვთქვათ, დაფინანსების „გაპრავების“ საშუალება. ანუ, როდესაც პოლიტიკაშია ადამიანი, თან ენჯეო აქვს, იქიდან დაფინანსებას იღებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მარტივი ამბავია, არ უნდა დიდი მსჯელობა, ენჯეოდან იღებს ფულს და ამ ფულით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის დაუშვებელი და აკრძალული კანონმდებლობით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.