გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ადეიშვილს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?

7-03-2024

„ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა ცალსახად ნეგატიურად შესაფასებელია. გერმანიის მხარეს აქვს ასახსნელი, რატომ იქცევა ისე, რომ ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და მართლმსაჯულება ფაქტობრივად შეურაცხყოფილია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, როცა საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მქონე პირს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ოფიციალურ მიღებაზე იწვევს, ეს პარტნიორული ნაბიჯი არ არის.


„წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ვინმე ყოფილი მაღალჩინოსანი მივიღოთ გერმანიიდან, რომლისთვისაც გერმანიის მართლმსაჯულებას გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. რა რეაქცია ექნებოდა გერმანიის სახელმწიფოს, ამაზე გვიპასუხონ.


ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც ევროკავშირისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობების მქონე პირები საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ამ პიროვნებას ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.