გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი მამუკა ხაზარაძეს: ბანკირობიდან თაღლითად გამოცხადდით, ახლა პოლიტიკოსობანას გვეთამაშებით, პოლიტიკური დღის წესრიგიდან შეუფასებლად თითქმის საკითხს არ ტოვებთ და ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?!

7-03-2024

„ბატონო მამუკა, სასამართლოს მიერ ბანკირობიდან თაღლითად გამოცხადდით, ახლა პოლიტიკოსობანას გვეთამაშებით და პოლიტიკური დღის წესრიგიდან შეუფასებლად თითქმის საკითხს არ ტოვებთ და ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?! რამე თქვით“, - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ინიციატივაზე - სამართლებრივად დარეგულირდეს ლგბტ პროპაგანდა.


მეგრელიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძე დუმილით ამორალურობის პროპაგანდის საჭიროების იდეას იზიარებს.


„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის, „1991 Productions-ის“ ფილმმა, სახელწოდებით - „გზაჯვარედინზე“, ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმების ჯილდო - The Teddy Award - მიიღო. ამაზე ბანკირ - პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე დუმს და კომენტარს არ აკეთებს.


ასევე, „ქართული ოცნების" გუნდის მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილ ინიციატივას - სამართლებრივად დარეგულირდეს ლგბტქი პირთა მიერ ამ ამორალურობის პროპაგანდა, ის კვლავ კომენტარის გარეშე, უპასუხოდ ტოვებს.


არადა, საკითხი მარტივადაა - დღის წესრიგშია საჭიროება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ უფლებები და ფსევდოლიბერალური პროპაგანდა.


უფლებების დაცვა სამართლის პრინციპული დავალებაა, პროპაგანდის აკრძალვა კი, ასევე, სამართლის დავალებაა უმრავლესობის უფლებების დასაცავად.

საკითხი გადაწყვეტა მარტივად დგას - ან აქეთ ხარ, ან - იქეთ!


მინაწერი: ბატონო მამუკა, სასამართლოს მიერ ბანკირობიდან თაღლითად გამოცხადდით, ახლა პოლიტიკოსობანას გვეთამაშებით და პოლიტიკური დღის წესრიგიდან შეუფასებლად თითქმის საკითხს არ ტოვებთ და ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?! რამე თქვით.


გამოდის, დუმილით ამ ამორალურობის პროპაგანდის საჭიროების იდეას იზიარებთ და თქვენი შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის, „1991 Productions-ის" ფილმის წარმატებას, კერძოდ, კინოფესტივალზე ლგბტ ფილმების ჯილდოს მოპოვების სიხარულს თქვენც უერთდებით“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.