გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილზე: სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას

7-03-2024

სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო თამამად საუბრობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.


ფოჩხუას თქმით, ოპოზიცია ვერაფრით ერევა ბიძინა ივანიშვილს, ვერც ბიზნესით, ვერც ქველმოქმედებით, ვერც ფულით და ვერც ავტორიტეტით და ამიტომ არის, რომ უკვე გიჟებს ჰგვანან.


„ვერაფრით ერევიან, ვერც ბიზნესით, ვერც ქველმოქმედებით, ვერც ფულით და ვერც ავტორიტეტით, ამიტომ არის რომ უკვე გიჟებს ჰგვანან. სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას. მისი გამოჩენა კი უდიდესი სტიმულია ამომრჩევლისთვის, რაც იმის ნიშანია რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი და მისი დაფუძნებული პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს“,- წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.