გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გეოლოგებმა აჭარაში 1800 ოჯახისა და დამეწყრილი ტერიტორიის შესახებ რეკომენდაცია გასცეს

3-10-2018

ცხრა თვეში საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის შესწავლისთვისმოთხოვნითაჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 1800-მდე განცხადება შევიდა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.


გეოლოგ მამუკა ფუტკარაძის განცხადებით, ოჯახები უკვე შეისწავლეს, მათ შორის რეგიონებშიც.


„შემოდგომასა და გაზაფხულზე აუცილებელია სანიაღვრე ქსელების გაწმენდა, რათა ზედმეტი წყალი გავიდეს უსაფრთხო მიმართულებით და არ მოხდეს საცხოვრებელი სახლების საძირკველში, ან გზის სავალ ნაწილზე, რაც იწვევს მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა იწვევს  საცხოვრებელი სახლების საძირკვლების მოშლას და სხვა ინფრასტრუქტურულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება საფრთხისშემცევლი ზონები“, - განაცხადა მამუკა ფუტკარაძემ.


რეკომენდაციები გადაეცათ თვითმმართველობებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საცხოვრებელი სახლების უმეტესობა სიძველის შედეგად დაზიანდა, ხოლო ნაწილთან ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.


imedinews.ge