ამის შესახებ აფხაზური მედია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი მეთაურის გენერალ - პოლკოვნიკის ალექსანდრე დვორნიკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
"სწავლება ოლქის 8 პოლიგონზე მიმდინარეობს, მათ შორის, სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რაიონებში სწავლებების უზრუნველსაყოფად ამოქმედებულია 20-ზე მეტი საწყობი საბრძოლო იარაღით და 30 სასურსათო პუნქტი“, - განაცხადა დვორნიკოვმა.
სამხედრო სწავლებებში ჩართულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ორი, 49-ე და 58-ე არმია, 8,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 2 ათასზე მეტი სამხედრო ტექნიკა.