გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ პენსიონერს 42 ლარით უფრო ძვირი უჯდება პროდუქტების შეძენა, სამაგიეროდ პენსია გაიზარდა სულ ცოტა 185 ლარით და არცთუ ცოტა შემთხვევაში - 375 ლარით

9-03-2024

„ლევან ხაბეიშვილმა შემოიტანა რამდენიმე პროდუქტის ერთობლიობა, დაითვალა და განაცხადა, რომ თურმე ამ 5-6 პროდუქტის საყიდლად 2012 წელს საკმარისი იყო 34 ლარი, ხოლო დღეს ამას 74 ლარი სჭირდება. მან ფასები აბსოლუტურად სპეკულაციურად წარმოაჩინა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, თუ სად ცრუობს ლევან ხაბეიშვილი და რეალურად, რა სიტუაციაა ქართულ ეკონომიკაში დღეს.


„არ დავწვრილმანდები, მაგრამ საკონტროლო შესყიდვა განვახორციელე მეუღლესთან ერთად და უფრო მეტი პროდუქტი, ვიდრე ხაბეიშვილს ჰქონდა წარმოდგენილი, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 61 ლარი დამიჯდა, 74-ის ნაცვლად. მაგრამ, მოდით, მის ანგარიშს მივყვეთ, სადაც ის ამბობს, რომ 42 ლარით მეტი დაუჯდა ამ პროდუქტების შეძენა, ვიდრე 2012 წელს დაუჯდებოდა და დავსვათ კითხვა, 34 ლარად რამდენ კალათას იყიდდა 2012 წელს პენსიონერი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს 125 ლარი ჰქონდა პენსია? მაქსიმუმ 3-4-ს. დღეს პენსია არის 315-დან 500 ლარამდე, ანუ პენსიის ნამატი 185 ლარიდან 375 ლარამდე შეადგენს. ანუ, როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ პენსიონერს 42 ლარით უფრო ძვირი უჯდება პროდუქტების შეძენა, სამაგიეროდ პენსია გაიზარდა სულ ცოტა 185 ლარით და არცთუ ცოტა შემთხვევაში - 375 ლარით, რაც 6 კალათამდე შეძენის შესაძლებლობას გულისხმობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.