გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან გაგზავნილ წერილზე: ყველა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია - ეს არის ნაცმოძრაობა თავისი დანაყოფებით

9-03-2024

ოპოზიცია არის გაშიფრული და ყველა მათი სატელიტი ორგანიზაცია. თქვენ ახსენეთ "პრაიდი" - მინდა ჩვენს ხალხს შევახსენო, 2021 წლის ივლისში ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან? - "პრაიდი", "პრაიდის" უკან ვინ იდგა? ორგანიზაცია "სირცხვილია". ვინ იდგა "სირცხვილიას" უკან? რა თქმა უნდა, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ოპოზიცია მიჰყვება "თბილისი პრაიდის" მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას.


მისი თქმით, ყველა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა", რომლის დანაყოფებსაც წარმოადგენენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები.


"მარტივი მოცემულობაა მეგობრებო - ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას ოპოზიცია და ვინ არის დღეს ოპოზიცია რეალურად? სხვა ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი დანაყოფებით.


თქვენ ახსენეთ "პრაიდი", მოიპოვეთ ეს ინფორმაცია. მინდა ვთქვა, რომ მაშინ რა პროვოკაციაც დაიგეგმა ქვეყნის წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა, კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს, ვინ იდგა ამ აქციების უკან? რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციული, დესტრუქციული ძალები, რომელთა უკან დიახაც, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები დგანან" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.