გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: რომ არა "გლობალური ომის პარტიის" პუტჩის მცდელობა, ქვეყანა ჯერ კიდევ შარშან მიიღებდა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონს და კონტროლზე აიყვანდა ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის განკუთვნილი დაფინანსების პროცესებს

9-03-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც „გლობალური ომის პარტიის“ ხორცშესხმულმა მცდელობამ დაბლოკილიყო საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღება, მოუტანა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთს. ქართველიშვილის თქმით, კავკასიის სახელმწიფოების მიმართ ამოქმედდა „დაყავი და იბატონე"-ს მექანიზმები. დასტურად მან რამდენიმე შემთხვევა მოიყვანა, როცა დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ხელს უწყობდა რეგიონის ქვეყნებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას.


„დღეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი და მასში შემავალი სამივე სახელმწიფო, „გლობალური ომის პარტიისთვის" არ წარმოადგენს სათავისოდ სანუკვარ ვასალურ გაერთიანებას, ამიტომ, მოქმედებაშია მოყვანილი „დაყავი და იბატონე"-ს მექანიზმები. ამ პრინციპით სამივე ქვეყანას შორის რაც შეიძლება მეტი ურთიერთწინააღმდეგობის ნიადაგი უნდა შეიქმნას, ხოლო მათი გადაჭრის გასაღები ექსკლუზიურად, „გლობალური ომის პარტიის" ხელში უნდა იყოს.

ჩვენ გვახსოვს შარშან სექტემბერში გავრცელებული ბლინკენის „წინასწარმეტყველება", რომ უახლოეს დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გარდაუვალი ომი დაიწყებოდა. ჩვენ გვახსოვს ფოთის პორტში საფრანგეთიდან სომხეთისთვის განკუთვნილი სატრანზიტო სამხედრო დანიშნულების ტექნიკის შემოსვლა, რასაც აზერბაიჯან/საქართველოს ურთიერთობები უნდა დაეძაბა. ჩვენ გვახსოვს ამ კურსის გაგრძელება შემდგომშიც განვითარებული მოვლენების სახით. თუმცა, ყველა ეს მცდელობა სამივე ქვეყნის მხრიდან, ამ ეტაპზე, მოგერიებული იქნა.


ჩვენ ვხედავთ, რა წინააღმდეგობას აწყდება აზერბაიჯანიც „გლობალური ომის პარტიის" მხრიდან. ამან უკვე უკიდურესობამდე დააზიანა ქვეყნის ურთიერთობა აშშ-ს მსხვილ ორგანიზაციებთან USAID-ის ხელმძღვანელობით, ხოლო საფრანგეთთან თითქმის ომის გამოცხადების წინაპირობასთან აქვს საქმე. ქვეყანაში მოქმედი აგენტურისა და ჯაშუშების ქსელის გამოვლენის ფარგლებში, უკანასკნელ პერიოდში დაკავებული ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მოძრაობის წევრთა საქმეზე გამოძიების წინასწარი შედეგებით დგინდება, რომ არალეგალური საქმიანობისთვის დიდი ოდენობით თანხებს ისინი სწორედ დასავლეთიდან და აშშ-ის კონკრეტული სტრუქტურების მხრიდან იღებდნენ აზერბაიჯანში შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვის მიზნით.


ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, დადასტურებით დადგინდა, რომ არალეგალური ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდა, მათ შორის, საქართველოს საბანკო სისტემის გავლით. პირველად მსგავსი ბრალდება გაჟღერდა 2023 წლის ნოემბერში, როცა გავრცელდა ცნობები, რომ „Abzas Medias“-ს ჟურნალისტების დაკავების რეზონანსულ საქმეში ფიგურირებდნენ ქართული ბანკები (BOG და TBC), რომელთა გავლითაც ფინანსდებოდა აღნიშნული მედია და აგენტურული ქსელი. აქაც ძალზე მკაფიოდ ჩანს აღნიშნული ოპერაციის პარალელურად მისაღწევი მიზანი - კიდევ ერთი ბზარი გააჩინონ საქართველო/აზერბაიჯანის ურთიერთობებში.


რომ არა საქართველოში "გლობალური ომის პარტიის" შარშანდელი პუტჩის მცდელობა, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის ამბასადორიალი, ნაცების სამივე პრეზიდენტი, ნაცსექტა თავისი ფილიალებით და მათი მკვებავი "ენ-ჯე-ო" სექტორი, ქვეყანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღებდა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონს და ამით კონტროლზე აიყვანდა არა მხოლოდ საშინაო რევოლუციური, არამედ მეგობარი და მეზობელი ქვეყნების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის განკუთვნილი დაფინანსების პროცესებს," - წერს დავით ქართველიშვილი.