გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე - სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან ფართო კონსულტაციები დაიწყება

11-03-2024

უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო და კერძო სტრუქტურებში, თანამშრომლობის საფუძველზე. გვინდა, მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. პირველი წელი იქნება საპილოტე და ვიზრუნებთ ამ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე. იმისთვის, რომ პირველივე წელს ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ერთად მივცეთ მას საბოლოო სახე", - აღნიშნა პრემიერმა.