გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: იმედს ვიტოვებთ, საბოლოოდ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში

11-03-2024

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვიკავებდით თავს კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და, რა თქმა უნდა, ეს იყო ამის მთავარი მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარკვეულ მოვლენებზე რეაგირება აუცილებელია.


„ჩვენ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ იმ რეჟიმში მოქმედებას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს და იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის.


თუმცა, რეაგირება გარკვეულ მოვლენებზე ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის ურყევი. ეს გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით, როგორიც არის იგივე, მათ შორის, 600-ზე მეტი შესაბამისი გადაწყვეტილების, აქტის მხარდაჭერა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს არის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ჩვენ დღემდე ფართო მასშტაბით ვუწევთ უკრაინელ ხალხს. ამ ფონზე ხდება რა, შეგახსენებთ ფაქტებს. თავის დროზე, 2022 წლის 1-ელ მარტს, რამდენი დღეში უკრაინაში ომის დაწყებიდან, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან გაიწვია უკრაინის ელჩი, რაც იყო უმძიმესი და აბსოლუტურად გაუგებარი ფაქტი. დასახელებული იყო ორი მიზეზი, ეს იყო სანქციების არ დაწესება და მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა უკრაინაში. უნდა შეგახსენოთ, რომ არაერთ ქვეყანაში, აღარ დავასახელებ ქვეყნებს გასაგები მიზეზების გამო, დღემდე არიან მოქმედი ელჩები, რომლებსაც ბევრად უფრო და ვიტყოდი სრულიად განსხვავებული პოზიცია ეკავათ უკრაინის ომთან დაკავშირებით. იქ წლების მანძილზე არ ხდებოდა ელჩების გაწვევა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო, მით უმეტეს დღევანდელი გადმოსახედიდან, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სრულიად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ. ასევე შეგახსენებთ, რომ შარშან, 3 ივლისს უკრაინის ტერიტორია დაატოვებინეს ჩვენს ელჩს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ის ელჩი, რომელსაც კიევი არ დაუტოვებია პირველივე დღეებიდან, როდესაც დაიწყო ომი.


„მაშინ არაერთმა დიპლომატმა, მათ შორის, ევროპული ქვეყნების და ამერიკელმა დიპლომატებმა დატოვეს კიევი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც გასაგებია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩმა პირველივე დღეებიდან პრინციპულად არ დატოვა კიევი და იმ დღეებიდან მოყოლებული უწყვეტად იმყოფებოდა უკრაინაში და მათ შორის, დახმარებას უწევდა უკრაინელებს, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული საკითხები, თუ პოლიტიკური საკითხები, მთლიანად იყო ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში. ასეთი ადამიანი, როდესაც იძულების წესით ტოვებს უკრაინას ყალბი საბაბით, საბაბს შეგახსენებთ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნა. ეს იყო ოფიციალური საბაბი, რომელიც მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაასახელა. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ყალბი, არამედ ღიმილის მომგვრელიც არის ის საბაბი, რომელზეც იყო მაშინ ყურადღება გამახვილებული. ასევე განცხადება გავრცელდა ზუსტად იმ დროს, როდესაც დაატოვებინეს უკრაინა ჩვენს ელჩს, იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით, ვციტირებ, „კლავდა მიხეილ სააკაშვილს". ეს არის შეგნებული ნაბიჯი, რომელიც თითქოს მიზნად ისახავს ისტორიული მეგობრობისთვის ჩრდილის მიყენებას ორ ხალხს შორის, რაც აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელია.


რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, დღემდე, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ დამნაშავეები, კრიმინალები, ძებნილები. აქ გამოსაყოფია, კიდევ ერთხელ, ზურაბ ადეიშვილი და ასევე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც, შეგახსენებთ, რომ გარდა ძალადობრივი დანაშაულებისა, არის ეჭვმიტანილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მხარდაჭერაში. ამაზე არსებობს მოწმეების კონკრეტული ჩვენებები. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის შემდეგ გიორგი ლორთქიფანიძე დაწინაურდა კიდეც თანამდებობაზე და მან მიიღო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, რბილად რომ ვთქვათ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ნაბიჯები აბსოლუტურად გაუგებარია.


„იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოოდ, უკრაინის ხელისუფლება მაინც გადახედავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ გადმოგვცემენ დამნაშავეებს, უმძიმე დანაშაულებში მხილებულ პირებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ არავითარი პრობლემა არ შეექმნას იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყნებს შორის. როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ვერ შეუქმნის ვერავითარ საფრთხეს იმ მეგობრობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი, ვსაუბრობ მეგობრობაზე ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ამას აქვს იმდენად მყარი ისტორიული საფუძველი, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება ამას საფუძველს ვერ შეურყევს, თუმცა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებიც თავისთავად, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინიატრმა.