ორშაბათი, ივნისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
დღეიდან მარნეულის გზატკეცილზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

3-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, თბილისში, ზემო ფონიჭალაში მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მარნეულის გზატკეცილზე, თბილისის მიმართულებით.

 

კერძოდ, მარნეულის გზატკეცილის 1500-მეტრიან მონაკვეთზე, თბილისის შემოსასვლელიდან "ყოველთა წმინდათა" სახელობის ტაძრამდე. მძღოლები იმოძრავებენ ჯებირებით გაყოფილ საპირისპირო ზოლში.

 

გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.



imedinews.ge