გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯაბა სამუშიამ საქართველოს განვითარების ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

11-03-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა სტუდენტთა სტაჟირების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირების გავლას „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.


„საქართველოს განვითარების ფონდი ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუციაა ქვეყანაში და ამ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა წაადგება როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისე ფონდის საქმიანობას. ვფიქრობ, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება ამ მემორანდუმის ფარგლებში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


თსუ-ში განმარტავენ, რომ მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების შესაძლებლობის მოძიებაში ხელშეწყობა, სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, რაც გულისხმობს ფონდის შესაძლებლობისა და საქმიანობის ფარგლებში, სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის/სტაჟირების გავლის საშუალებას.


“მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ თსუ-სთან თანამშრომლობის მემორანდუმს. უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი თეორიული ცოდნის გამყარებას პრაქტიკული საქმიანობით „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ. ფონდს უნივერსიტეტებთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გააჩნია და მომავალშიც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახლაგაზრდების მხარდაჭერას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით”.- განაცხადა “ საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა.


შეთანხმების თანახმად, ფონდში სასწავლო პრაქტიკას წელიწადში არანაკლებ 10 სტუდენტი გაივლის. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე კახა ჭეიშვილი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, სტუდენტები, პროფესორები, ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.