გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

The Financial Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

12-03-2024

„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისა“-ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ 20 გვერდიან სტატიას აქვეყნებს. ვრცელი სტატია მწერალმა ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა,ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური.


„ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დათოვლილია, თვითმფრინავის მეორე მხარეს  შავი ზღვა მოჩანს. მივყვებით მთებს, რომელიც თბილისამდე მეგზურობას გვიწევს. ევროპის და აზიის საზღვარზე მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს წარსული სირთულეებთან არის დაკავშირებული. ოტომანები, ბიზანტიელები, მონღოლები, რუსები-უამრავი იმპერია ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. თბილისი ოცზე მეტჯერ აიღო დამპყრობელმა, მაგრამ ქართული იდენტობა ისევ ცოცხლობს“,-სტატიის ავტორი საქართველოშიმოგზაურობისას აღწერს თბილისს, ქალაქის ცხოვრების სტილს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს და კულტურას.


თბილისთან ერთად The Financial Times-ის სტატიაში აღწერილია სვანეთი,მესტია, უშგული, ჰაწვალი, თეთნულდი, თუშეთი,  ყაზბეგი, თუშეთი, ქუთაისი, კახეთი და საქართველოს სხვა კუთხეები, ტურისტულად საინტერესო ადგილები, ღვინის მომზადება და სამზარეულო.

 

„მესტიაში, უშბის ჩრდილქვეშ, ფაფუკ თოვლშითხილამურებით სრიალი შეიძლება. უშბას ხანდახან კავკასიონის მატერჰორნსუწოდებენ.  დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეების ცხელიწერტილია,  ჰაწვალზე და თეთნულდზე საბაგიროებია მოწყობილი.  ახლახანსვანეთმა  პირველად უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს.მოთხილამურეების დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის“,-წერს ლეო ვარდიაშვილი და მესტიასთან ერთად უშგულს აღწერს.


„უშგული სვანეთში, კავკასიონის მთების გულში მდებარეობს. ეს ევროპის  ყველაზე მაღალი დასახლებაა, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. უშგული საოცარი ადგილია, ეს სოფელი  საქართველოს რთული ისტორიის ფიზიკური განსახიერებაა, შემოსევებისას ქართველების სტრატეგია იყო მოსახლეობის მთებში გახიზვნა, თითოეული ასეთი გახიზვნა ნოეს კიდობანთან იყო გაიგივებული.  ქართული ხელნაწერები, ხელოვნების ნიმუშები, ვაზის კალმებიც კი ხშირად უშგულში იყო გადამალული და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. უშგულში თითოეული სახლი საგუშაგო კოშკი იყო, უკან კი გაუვალი კავკასიონის ქედი დგას, უშგული მართლაც ბოლო ბასტიონია.  აქ ერთ ადგილობრივს, სერაფიმეს დავუმეგობრდი, რომ გაიგო მწერალია ვარ ისტორიები მომიყვა სვანური ადათ-წესებისა და ლეგენდების შესახებ. მონღოლთა შემოსევისას მთებიდან ჩამოსულმგლებს უშგული დაუცვიათ, მიყვება სერაფიმე.


 სოფელში ყოფნის ბოლო დღეს კოშკზე ხის კიბით ავედი და საუკუნოვანი ქვის კარიბჭეში შევაბიჯე, რომელიც სოფელშიმიმავალ გზას გაჰყურებს.

ზურგით კავკასიონისკენ ვდგები და ხეობას გავცქერი, წარმოვიდგენ როგორი იქნებოდა სოფელში მტრის მოახლოება, საოცარი შეგრძნებაა“,-წერს ლეო ვარდიაშვილი.

 

https://www.ft.com/content/c46b2a1e-7d3c-4931-b1eb-cef3a9bd0eb1