გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს; მისი ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია, ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა

12-03-2024

„უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არის ქართველი ხალხის და კანონის დაცინვა“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილის კრიმინალური წარსული დოკუმენტირებულია ქართული სასამართლოს მიერ. ასე რომ მისი ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია და ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა.


„უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში, არის ქართველი ხალხის და კანონის დაცინვა.

ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან გაქცევა პირს უდანაშაულოდ ვერ აქცევს. ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს.


სინამდვილეში ადეიშვილის კრიმინალური წარსული დოკუმენტირებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული, კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეა. ასე რომ, ზურაბ ადეიშვილის ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია და ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა“-წერს თამთა მეგრელიშვილი.