გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯაბა სამუშია 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

12-03-2024

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენისათვის თავგანწირვის ღირსეული დაფასებისთვის, იმ დროს განვითარებული მოვლენების უკეთ შესწავლა-გაანალიზებისა და საქართველოს ისტორიაში ამ ამბებისთვის საკადრისი ადგილის დამკვიდრებისთვის, თსუ-ში მკვლევართა ჯგუფიშეიქმნა, რომელშიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ჩართულნი.


 ჯგუფის წევრები თსუ რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ და განსახორციელებელ გეგმებსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის ინიციატივით, აგვისტოს აჯანყების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უკვე ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.


შეხვედრაზე, ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაზე. კონფერენცია სახელწოდებით ,,ეროვნულ განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა აღმოსავლეთ ევროპაში” ოქტომბერში გაიმართება და მასში ქართველებთან ერთად უცხოელი მკვლევრებიც ჩაერთვებიან. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სტუდენტური ესეების კონკურსის ორგანიზებასა და აჯანყების თემაზე პუბლიკაციების გამოცემაზე.