გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბექა დავითულიანი: უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით

12-03-2024

უკრაინა-საქართველოს შორის, ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.


დავითულიანის თქმით, უკრაინა თავშესაფრად იქცა კრიმინალური რეჟიმის სისტემის, როგორც მმართველების, ისე მთავარი აღმსრულებლების.


„მეგის ქარდავას რომ ამდენი ხანი ინახავდნენ და მისი კალიბრის არაერთ სხვა დამნაშავეს, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებაში და ათას უბედურებაში არიან მხილებული და დღესაც არაერთ ასეთს იფარებენ, სწორედ ამან გააფუჭა ურთიერთობები უკრაინა-საქართველოს შორის“, - აღნიშნა დავითულიანმა.