გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოხუმში რუსეთთან „სასაზღვრო რეჟიმის“ შემსუბუქებაზე იმსჯელეს

3-10-2018

სოხუმში „აფხაზურ-რუსული“ საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის საკითხი განიხილეს. შესაბამისი წინადადებით დე

ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომტეტის წარმომადგენელი ასტამურ ლოგუა გამოვიდა. ამავე შეხვედრაზე რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა აღნიშნა, რომ „რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების წრე, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების და შესაბამისი ხელშეკრულებების მოწერის შემდეგ, ყველაფერი წავა საზღვარზე ამჟამად არსებული რეჟიმის შემსუბუქებისკენ.

რუსმა და აფხაზმა პარლამენტარებმა განიხილეს სოციალურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, - წერს „აფსნიპრესი“. მათ მხარი დაუჭირეს საერთაშორისო საპარლამენტო მოიძრაობის „აფხაზეთის მეგობრები ლიგის“ დაფუძნების იდეას.




radioatinati.ge