13-03-2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ე.წ. „გეჯაანთ უბნის“ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
913 გრძივი მეტრი გზის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს - ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაიგება ორ ფენიანი ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა რკ/ ბეტონის კიუეტები ცხაურის ღარებით, გზის მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.