გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ექნება ბიზნეს დავების სანდო და სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი რაც მეტ ბიზნესს, მეტ ინვესტიციას და მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს

3-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნებას ეხმიანება.

„წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მემორანდუმს ხელს 20 დეკემბერს, პარიზში მოაწერს.

ეს არის მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული ეკონომიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ინვესტორს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო კიდევ უფრომეტად ხდება ჩვენი ქვეყნის უპირატესობა“-აცხადებს დეპუტატი.