გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი "ხალხის ძალის" განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ისედაც გასაგებია, თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ შეძლოს ქვეყნის ინტერესების პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება

13-03-2024

ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისედაც გასაგებია. თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების თავის პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "ხალხის ძალის" განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ "2008 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული "ნაციონალურ მოძრაობას" თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა."


ნიკოლეიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერების ავტორები დღესაც თავისუფლად დადიან, სამართლებრივი ლაფსუსია.


"ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისედაც გასაგებია. თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების თავის პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება. რაც შეეხება იმას, რომ ევრორეზოლუციაში ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო წინადადებები ჩაიწერა და მისი ავტორები დღესაც თავისუფლად "დანავარდობენ", პირადად სამართლებრივ ლაფსუსად მიმაჩნია, რომლის გამოსწორებაც ნამდვილად მიზანშეწონილია" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.