გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ

13-03-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების დაწყების აუცილებლობას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც "ხალხის ძალის" განცხადებაშია ნათქვამი, "ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა". ანალიტიკოსის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ქვეყნის ღალატი იქნება.


"არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ. მოღალატე სააკაშვილმა გარედან დავალებით დაიწყო აგვისტოს ომი და მეტად დაგვაშორა აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თუმცა, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი.


თუ ფორმალურმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ფარისევლურად "ქადაგებს" დეპოლარიზაციაზე, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა, ეს იქნება საქართველოს ღალატი. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.