გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როცა თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია

13-03-2024

მე „ნაცის“ ადგილზე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და არ შევიდოდი პოლემიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან, - ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.


მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთი კვირაა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია.


„ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, 18 წლამდე და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე, ჰოდა რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები. თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ. არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს, რა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან ერთი კვირაა. ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, რომ თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვთ რას აკეთებდნენ ისინი წარსულში“, - აღნიშნა მდინარაძემ.