გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

«Radio Voice of America» (აშშ): ტერორისტების დაბრუნება; გამოწვევა საქართველოსთვის

3-10-2018

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიას კარგავს. სირიაში დაჯგუგების პოზიციები სუსტია, ხოლო ერაყიდან ისინი თითქმის ბოლომდე განდევნეს. შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის ბევრი წევრი, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა, სამშობლოში ბრუნდება.

ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოდან, ოფიციალური ინფორმაციით, 50 მებრძოლი შეუერთდა. მიმომხილველები ამბობენ, რომ დაბრუნების შემდეგ ეს მებრძოლები შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებას და გადაბირებას შეეცადონ.

ტერორისტების დაბრუნება საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას შექმნის.

კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელიც პანკისის 2001 წლის მოვლენებისას საქართველოში იმყოფებოდა, იხსენებს, რომ მაშინ რუსეთი საქართველოს ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა. იგი ასევე დასძენს, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს რეგიონზე კონტროლი დაძაბულობის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

„მე როდესაც საქართველოში ელჩი ვიყავი, საქართველო და რუსეთი, პანკისის ხეობის საკითხის გამო, ომთან ახლოს იყვნენ. რუსები ამბობდენ, რომ ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობაში საქართველო მფარველობდა... და იმუქრებოდნენ, რომ ამაზე საპასუხო რეაგირება ექნებოდათ. თუმცა, შეერთებული შტატების დიპლომატიური მუშაობის შედეგად, მაშინ ეს თავიდან იქნა აცილებული. ჩვენ რუსებს ვუთხარით - „არ ჩაერიოთ“, - ამბობს კენეტ იალოვიცი. მისი თქმით, მაშინ ამერიკული მხარე ქართველი მესაზღვრეების აღჭურვასა და წვრთნაზე მუშაობდა. „ჩვენ ქართველ მესაზღვრეებს ვეხმარებოდით, მათ აღჭუვილობა მივეცით... ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ვცდილობდით, რათა მათ პანკისის ხეობაზე კონტროლი დაემყარებინათ. რუსები იმუქრებოდნენ, პანკისის ხეობას ბომბავდნენ...“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთმა პანკისის ხეობა რამდენჯერმე დაბომბა. იმ დროს არსებობდა საშიშროება, რომ რუსეთი საქართველოს საზღვარს გადაკვეთდა. ამერიკული მხარის ინტერვენციის შედეგად და ანტიტერორისტული დანაყოფების წვრთნების გზით, მაშინ მოსკოვის შესაძლო ინტერვენცია თავიდან იქნა აცილებული.

„გაკვეთილი, რაც მე აქედან მივიღე, ისაა, რომ პანკისის ხეობა და იქ შეიარაღებული დაჯგუფების ფეხის მოკიდება, შესაძლოა სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნოს პანკისის ხეობის კონტროლი. ვფიქრობ, ამ საკითხზე რუსებთან ერთად მუშაობაც შეიძლება. რადგან არსებობს საერთო ინტერესი ამ „ცუდი ტიპების“ გასანეიტრალებლად და მათი უკან დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მე ძალიან შემაშფოთებს, თუ რუსები დაიწყებენ საქართველოს დადანაშაულებას კიდევ ერთხელ. ვფიქრობ საქართველო უნდა იყოს ღია და გახსნილი და გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს პირები არ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს ისწავლოს ისტორიულ გაკვეთილებზე და თუ არსებობს საშიშროება მებრძოლების დაბრუნების, ამას ყურადღებით მოეკიდოს“, - თქვა კენეტ იალოვიცმა.

გასული წლის ნოემბერში, თბილისში სპეციალური დანიშნულების ჯგუფებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ რუსული დანაყოფის ლიდერ ახმედ ჩატაევს შორის 20-საათიანი დაპირისპირება გაიმართა. ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

მიმომხილველები საუბრობენ, რომ მებრძოლების დაბრუნების შემდეგ ისინი შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებას შეეცადონ. „ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური იზოლაცია ამისთვის ხელსაყრელ გამემოს ქმნის“, - ამბობს ჩრდილოეთ კავკასიის მკლევარი, ჯორჯ ვაშინგტონის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სუფიან ჟემუხოვი, - „თუ ის მებრძოლები დაბრუნდებიან, რომლებიც სირიაში იბრძვიან, ამას რეგიონზე უდიდესი გავლენა ექნება. ამან შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს... ეს ხალხი კარგად გაწვთნილი და იდეოლოგიზირებულია. მათ შეუძლიათ თავი რელიგიურ ავტორიტეტად გამოაცხადონ და ჩრდილო-კავკასიაში ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას ჩაუყარონ საფუძველი“.

სუფიან ჟემუხოვის აზრით, რეგიონის ქვეყნებმა ამ საფრთხის აღმოსაფრთხვრელად უნდა ითანამშრომლონ: „რუსეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს. თუ ისინი მაინც მოახერხებენ დაბრუნებას, ამან შესაძლოა ახალი შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვიოს. ის ხალხი, ვინც ახლა სირიაში იბრძვის, მოახერხებს ადგილობრივების მობილიზებას... არსებობს ახალი ამბოხების პოტენციალი, რადგან პრობლემბის ძირი არ გამქრალა, ეკონომიკა უარესდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შორს არიან სამართიანობისგან და ეს ყველაფერი იწვევს გაღიზიანებას“, - თქვა მან.

ჯიჰადისტების შესაძლო დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო კუთხითაც და შესაძლოა მოსკოვის მიერ კიდევ ერთხელ გახდეს თბილისის მანიპულირების იარაღი.


წყარო: newspress.ge