გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დღეის მონაცემებით რაჭაში 1 080 ტონა ყურძენი დაიკრიფა

3-10-2018

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. დღევანდელი  მდგომარეობით, რაჭაში 1 080 ტონა ყურძენი, მუჯურეთული და ალექსანდროული, დაიკრიფა და ჩაბარდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველის  პროცესი რაჭაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.


„რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად,  მოსავლის რაოდენობაც გაზრდილია. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წელს, გასულ წლებთან შედარებით, რაჭაში თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით. დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს 5 ლოკაციაზე იბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ 33 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს  ჩაიბარებს,“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.


რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. ყურძნის მიმღები პუნქტები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულები. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში  მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან.


რთველი დასასრულს  კახეთის რეგიონში უახლოვდება, სადაც  200 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.