გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელში აფეთქების შედეგად შექმნილ პრობლემებზე სახელმწიფო იზრუნებს

3-10-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში აფეთქების შედეგად შექმნილ პრობლემებზე სახელმწიფო იზრუნებს

 

 „მოვინახულეთ დაშავებულები, რაც მთავარია ყველა გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი რა პრობლემებიც არის შექმნილი, პირველ რიგში ჯანმრთელობასთან და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს მათ მოგვარებაზე“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.