გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: რეფინანსირების განაკვეთის შემცირება რაც დიდი ხანია არ მომხდარა, არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ, დადებითად აისახება

13-03-2024

არამხოლოდ სასიხარულო, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, არის საეტაპო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ, დადებითად აისახება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით.


მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ბევრი მოქალაქე იგრძნობს შეღავათს და კარგია, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია, საზოგადოებას ამ კუთხით დახმარება გაუწიოს.


"ბევრი მოქალაქე ამ ქვეყნისა, თავის ჯიბეზე იგრძნობს ამ შეღავათს. ეს შეიძლება არ იყოს რაღაც დრამატული ცვლილება, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ მოაკლდებათ ადამიანებს სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ ჯიბეზე, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება. ეს ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა და მივესალმები ეროვნული ბანკის ამ ისტორიულად ძალიან კარგ გადაწყვეტილებას საფინანსო სექტორში. ძალიან კარგია, რომ საქართველოს და მის ეროვნულ ბანკს დღეს ამის საშუალება გააჩნია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს და ამით საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთი დახმარება გაუწიოს ფინანსური სფეროს მიმართულებით." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სებ-მა ქვეყანაში არსებული დაბალინფლაციური გარემო და ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის შენარჩუნება დაასახელა.