გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოება

13-03-2024

„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოში არის არაჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი, რაც ქართული პოლიტიკის დიდი პრობლემაა.


„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.


მე ვფიქრობ, „ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოებას და მეტსაც ვიტყვით, რომ ჩვენ ეროვნული ღირსება დავაბრუნეთ ქართულ პოლიტიკაში. ქართველ ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ეროვნული ღირსება, მაშინ, როდესაც ვთქვით, რომ კონკრეტული საკითხები ჩვენთვის მიუღებელია და არის საკითხები, რომელთა დაკავშირებით დავსხდებით, ვისაუბრებთ და კონსენსუსამდე მივალთ.


ანუ, ამაში ახალი და მიუღებელი არაფერი არ არის, პირიქით, ეს არის მისაღები ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპონირებადი ძალა, რომელიც ამ ეროვნულ თამაშში გამოგყვება და ეს არის დღეს ძირითადად ქართული პოლიტიკის და ოპოზიციური სპექტრის დიდი პრობლემა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.