14-03-2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო დასრულდა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოასფალტდა 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა, მოეწყო ეზოში შესასვლელები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, მოინიშნა საავტომობილო გზა.
სოფელ ბარნაბიაანთკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
"დასრულებული პროექტი მოსახლეობის და ტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს" - აცხადებენ კასპის მერია.