გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

14-03-2024

მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.

 

”ონის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა ადგილობრივების მიერ წამოჭრილი პრობლემატური საკითხები, შესაძლო მოკლე ვადაში მოგვარდეს. ხოლო, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი პროცესისე ფექტურად მართვას"- აცხადებს სერგი ხიდეშელი.

 

"შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მოქალაქეების მხრიდან შემოსულია სხვადასხვა სახის განცხადებები, როგორიცაა სტატუსის მინიჭება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულები, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოთხოვნები, რომლის ასახვაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ დოკუმენტში ხდება"- აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში.