გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

14-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე; განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.


ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით.


საუბრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.